ლევან გოთუას ხსოვნის დღე მეორედ აღინიშნება

30 იანვარს მეორედ აღინიშნება დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ლევან გოთუას ხსოვნის დღე.
როგორც „კვირას“ ამ დღის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა,  ჟურნალისტმა და მწერლის დიდმა მოამაგემ ივანე ჯაფარიძემ განუცხადა, 15 საათზე, ლევან გოთუას სახელობის სკვერში (გოთუას ქუჩის ბოლოში), მწერლის მეგობრები, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები და საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების (ხელმძღვანელი ზვიად სეხნიაშვილი) წევრები ყვავილებით შეამკობენ ლევან გოთუას ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალს (მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილი).

16 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში  ილია ჭავჭავაძის გამზირი №53ა) გაიმართება ლევან გოთუას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.
უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ჩოხოსანთა საზოგადოებამ შარშან დააწესა ლევან გოთუას სახელობის ღირსების სიგელი, რომლის პირველი ლაურეატები გახდნენ: თენგიზ არჩვაძე, თემურ ჩალაბაშვილი, ივანე ჯაფარიძე, ჯემალ თუშურაშვილი, ჯუმბერ ჯიშკარიანი, ნოდარ ტატუაშვილი, ნინო ქუთათელაძე, ლალი ნაზღაიძე, ლექსო გელაშვილი.
წელს, 30 იანვარს, ახალი ლაურეატები გამოვლინდებიან.

ლევან გოთუას ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები