ლევან გოგიჩაიშვილი კალაძის ინიციატივას მხარს უჭერს

საბურთალოს მაჟორიტარი ლევან გოგიჩაიშვილიკახი კალაძის ინიციატივას მხარს უჭერს და აღნიშნავს, რომ გამართული სატრანსპორტო სისტემა არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა ეტაპობრივად მოსაგვარებელი საკითხი.

“რასაკვირველია, მე როგორც საბურთალოს მაჟორიტარი მხარს ვუჭერ კახი კალაძის ამ ინიციატივას. მას აქვს უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ამ გეგმის განხორციელებაში. როგორც დედაქალაქის მერს, ასევე უმრავლესობის სრულ შემადგენლობას აქვს გააზრებული კარგად, რომ ეს არის საკითხი, რომელიც აწუხებს დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეების უმეტესობას. გამართული სატრანსპორტო სისტემა არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა ეტაპობრივად მოსაგვარებელი საკითხი. და მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება სირთულეებთან არის კავშირში როგორც პარლამენტი, ისე სხვადასხვა უწყებები მზად არიან მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში და მხარი დაუჭირონ მერიის ინიციატივას, რათა ქალაქს რაც შეიძლება მოკლე დროში ჰქონდეს ისეთივე სატრანსპორტო სისტემა, როგორითაც დღეს განვითარებულ ქვეყნებში სარგებლობენ. ეს ნიშნავს განახლებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და მოწესრიგებულ საგზაო ინფრასტრუქტურას”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები