სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება

27 იანვარს, 19:30 საათზე,  ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური კულტურული ცენტრის დიდ სცენაზე, თბილისის სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს მაესტრო ვადიმ შუბლაძე.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, იგი შეასრულებს უვერტიურას კარლ მარია ვებერის ოპერიდან “ობერონი” და ფრანც შუბერტის მე-5 სიმფონიას.
კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებს ქართველი პიანისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი ნინო ქათამაძე, რომელიც შეასრულებს ლისტის მე-2 კონცერტს ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები