მიშა ყაველაშვილი: თბილისის მერიის შემოთავაზებული სატრანსპორტო პოლიტიკა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება

თბილისის მერიის შემოთავაზებული სატრანსპორტო პოლიტიკა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქალაქის საცობებისაგან განტვირთვისათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურის დონის ამაღლებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის,-  ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილი მეტროს რეაბილიტაციის პროექტს მიესალმება.

„წარმოდგენილი ინიციატივა გულისხმობს დასუფთავების მანქანების სპეციალური გრაფიკით მოძრაობას, მიკროავტობუსების  გაჩერების წესის რეგულაციას, სადისტრიბუციაო და სამშენებლო ტრანსპორტზე  სპეც,  რეჟიმების განსაზღვრას. გარდა ამისა იგეგმება ტრანზიტული მოძრაობის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმის 500 ლარამდე გაზრდა. რაც უმეტეს შემთხვევაში უგულებელყოფილი იყო შესაბამისი დარღვევისათვის მოქმედი  მცირე  ჯარიმის გამო.

მისასალმებელია მეტროს რეაბილიტაციის პროექტი. მე , როგორც მაჟორიტარ დეპუტატს მოქალაქეები ხშირად მთხოვდნენ სათანადო ყურადღება დაგვეთმო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებისათვის, ავტობუსების პარკის განახლებისა  და მეტრო სადგურების რეაბილიტაციისათვის,  რაც წარმოდგენილ ინიციატივაში გათვალისწინებულია.

ქალაქის  სატრანსპორტო პოლიტიკაში ასევე გათვალისწინებულია მუნაციპალიტეტში მოძრავი ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ეტაპობრივად გარკვეული სტანდარტების დამკვიდრება, მუშავდება რეგულაციები, რომ მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა”,- აღნიშნა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, ყველა ეს ცვილება ხელს შეუწყობს მოქალაქეებისასთვის ქალაქში გადაადგილების დროს  შექმნილი დისკომფორტის აღმოფხვრას – “მეტად ეფექტურს გახდის შესაბამის  მუნიციპალურ სამსახურებს, რათა უზრუნველყონ მგზავრებისათვის ხარისხიანი სერვისის მიწოდება და უსაფრთხო მგზავრობა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები