ქართული ფილმი -„მოუსმინე სიჩუმეს“ ბუდაპეშტის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა

მარიამ ჭაჭიას დოკუმენტური ფილმი “მოუსმინე სიჩუმეს” კიდევ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია.
როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, ფილმი წარდგენილია დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე – BDIF 2018, რომელიც ბუდაპეშტში 23-28 იანვარს გაიმართება.
მარიამ ჭაჭიას ფილმი საერთაშორისო საკონკურსო სექციაში – I DECIDE მონაწილეობს. ფესტივალის ფარგლებში ფილმის ჩვენებები 24 და 25 იანვარს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები