თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინმაღაზიის წარდგენა გაიმართება

23 იანვარს, 19.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინმაღაზიის (www.tsustore.ge) პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ უნივერსიტეტიდან აცნობეს, პროექტი თსუ-სა და „თი-ბი-სი ბანკის“ თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
ონლაინმაღაზიაში წარმოდგენილი იქნება სამოსი და აქსესუარები თსუ ბრენდირებით.
ბრენდმაღაზიით სარგებლობა შეუძლია ყველას, როგორც სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. www.tsustore.ge – ზე წარმოდგენილი კოლექციები მუდმივად განახლდება და საზოგადოებას მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს მათი ინტერესების გათვალისწინებით. თსუ სტუდენტები და თანამშრომლები ისარგებლებენ უფასოდ მიტანის მომსახურებით.
პრეზენტაციის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საღამოს მუსიკალურად გააფორმებს Gabunia.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები