სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში გამოფენა – „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” გაიხსნება

24 იანვარს ევროპის საბჭოში გაიხსნება გამოფენა – „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა”.  ერთი კვირის განმავლობაში ევროპის საბჭოს შენობაში ასამბლეის წევრები და სტუმრები ქართულ ანბანს გაეცნობიან. ამ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
იუნესკომ ქართული დამწერლობა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 2016 წელს შეიტანა. გადაწყვეტილება იუნესკოს არამატერიალური მთავრობათაშორისმა კომიტეტმა ეთიოპიის მე-11 სესიაზე მიიღო. იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ანბანის სამი სახეობა – მრგვლოვანი, ნუსხური და მხედრული მოხვდა.
​ევროპის საბჭოში, გამოფენასთან ერთად,  ქართული ღვინის დეგუსტაციაც გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები