ანა შანშიაშვილის კვლევისა და ელექტრონული კატალოგის – „XIX საუკუნის თბილისური ვერცხლის ჭურჭელი“ პრეზენტაცია გაიმართება

25 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება ანა შანშიაშვილის კვლევისა და ელექტრონული კატალოგის – „XIX საუკუნის თბილისური ვერცხლის ჭურჭელი“ – პრეზენტაცია, ასევე ჩატარდება საჯარო ლექცია – „არქეტიპული სახეებიდან ეგზოტიკური ცხოველების მოდამდე”.
როგორც „კვირას“ მუზუმიდან აცნობეს, კატალოგი დამზადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2015 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტით დაფინანსებული პროექტის – „XIX საუკუნის ვერცხლის ჭურჭელი: ქართული კულტურის უცნობი ფენომენი“ ფარგლებში. მასში თავმოყრილია XIX საუკუნის თბილისური ვერცხლის ჭურჭლის მაგალითები სამუზეუმო და კერძო კოლექციებიდან, განხილულია მათი ტიპოლოგიური თავისებურებები და დამახასიათებელი სიუჟეტურ-იკონოგრაფიული რეპერტუარი.
საჯარო ლექცია “არქეტიპული სახეებიდან ეგზოტიკური ცხოველების მოდამდე”, შეეხება XIX საუკუნის თბილისური ვერცხლის ჭურჭლის ზოომორფულ სახეებს, კერძოდ, ეროვნულ მუზეუმში დაცული ერთი-ერთი ყარყარის ეგზოტიკური ცხოველების ამსახველი სცენების იდენტიფიკაციის სკითხს. ლექცია ფართო საზოგადოებას წარმოუდგენს პროექტის ფარგლებში საფრანგეთში, პარიზში განხორციელებული კვლევითი ვიზიტის შედეგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები