„ცოცხალი კომუნიკაცია“ – მზექალა შანიძესთან შეხვედრა გაიმართება

24 იანვარს, 19:30 საათზე, „მაგთი კლუბში“ აკადემიკოს მზექალა შანიძესთან შეხვედრა გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს,  შეხვედრას “ჩემი ცხოვრების გზა” ჰქვია და აკადემიკოსი ქალბატონის  ცხოვრების საინტერესო პერიპეტიებს მოიცავს. იგი 90 წელს გადასცილდა და დიდია მისი დამსახურება ქვეყნის წინაშე.

ენათმეცნიერი მზექალა შანიძე 1926 წელს დაიბადა. 1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1953 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1981 წლიდან). არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი. მათ შორის: „ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი” (1990), „ცხოვრება მეფეთ-მეფე დავითისა” (1992), „ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა” (სამენოვანი წიგნის ინგლისური ნაწილის თარგმანი, ათენი, 2005). მზექალა შანიძე არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. 1996 წელს მიიღო ღირსების ორდენი, 1990 წელს კი აკაკი შანიძის სახელობის პრემია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები