ქურთმა მეამბოხეებმა აფრინში 5 თურქული ტანკი გაანადგურეს

ქურთი მეამბოხეების წევრებმა კანტონ აფრინში ხუთი ტანკი გაანადგურეს. ერთ–ერთი ტანკი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით გააუვნებლყვეს, რაც ვიდეოკადრებშიც აღიბეჭდა. იქ, სადაც კიდევ ორი ტანკი განადგურდა, ამ დროისთვისაც ქურთებს და თურქულ არმიას შორის სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს.
მანამდე, შაბათს, თურქეთმა ქურთული ფორმირებების წინააღმდეგ ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ დაიწყო. ანკარაში აცხადებენ, რომ მათი მოქმედებები მხოლოდ ტერორისტებთან ბრძოლას ისახავს მიზნად. ოფიციალურმა დამასკომ თურქეთის თავდასხმა ქალაქ აფრინზე დაგმო და მოქმედებებს „აგრესია“ უწოდა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ჩავუშოღლუმ ქურთები იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი მშვიდობიან მოსახლეობას „ცოცხალ ფარად“ იყენებენ.
აფრინში მიმდინარე მოვლენების გამო, შეშფოთებულია საერთაშორისო საზოგადოება. აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა შაბათს საკითხი თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან განიხილა.
„როგორც დღეს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა გვაცნობა, თავის გუშინდელ სატელეფონო საუბრებში, თურქ და რუს კოლეგასთან დაფიქსირა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სირიის ჩრდილოეთ–დასავლეთ მხარეში არსებული სიტუაციის გამო შეშფოთებულია“,– განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები