ბრიუსელში ქართული ფილმების რეტროსპექტივა დაიწყო
დღეს, ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრ BOZAR – ში, ქართული ფილმების რეტროსპექტივა დაიწყო. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, Bridges. East of West Fest – ის ფარგლებში, უკვე წარმოდგენილი იყო სალომე მაჩაიძის, თამარ ქარუმიძისა და დავით მესხის დოკუმენტური ფილმი – „როცა დედამიწა მსუბუქია”. დღეს კი ბრიუსელის ხელოვნების ცენტრი „საშიშ დედას“ უმასპინძლებს.
ფესტივალზე ქართული კინოს პროგრამა ასეთია:
18 იანვარი, 19:00 საათი – “როცა დედამიწა მსუბუქია”
19 იანვარი, 21:30 საათი – “საშიში დედა”
20 იანვარი, 21:30 საათი – “მძევლები”
21 იანვარი, 11:00 საათი – “ცისფერი მთები”
21 იანვარი, 20:00 საათი – “დედე”