ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ქართული ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

17-23 იანვარს, ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცნობილი ცენტრი  – BOZAR  ქართული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმების ჩვენება ფესტივალის – BRIDGES. EAST OF WEST FEST ფარგლებში გაიმართება, სადაც ქართული კინო შემდეგი პროგრამით იქნება წარმოდგენილი:

18 იანვარი, 19:00 საათი – “როცა დედამიწა მსუბუქია”
19 იანვარი, 21:30 საათი – “საშიში დედა”
20 იანვარი, 21:30 საათი – “მძევლები”
21 იანვარი, 11:00 საათი – “ცისფერი მთები”
21 იანვარი, 20:00 საათი – “დედე”

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ქართული ფილმების ავტორებთან დამსწრე საზოგადოება კითხვა – პასუხის (ე.წ. Q&A ) ფორმატში შეძლებს გასაუბრებას.
საქართველოს გარდა ფესტივალში  მონაწილეობს: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდავეთი  და უკრაინა.
ეროვნული კინოცენტრი ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორია.
ფესტივალზე კინოცენტრს წარმოადგენენ – საქართველოს წარმომადგენელი „ევრიმაჟში” თამარ ტატიშვილი და საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი – ლევან ლომჯარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები