ყაზახეთში, სამგზავრო ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 52 ადამიანი დაიღუპა

0

ყაზახეთში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა, 5-მა მგზავრმა კი მაშველების დახმარებით ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან გამოსვლა შეძლო. ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 10 :30 წუთზე მოხდა, როგორც ადგილობრივი სამართალდამცველები აცხადებენ, ავტობუსში 55 მგზავრი და 2 მძღოლი იმყოფებოდა, რომლებიც რუსეთის მიმართულებით მიდიოდნენ, თუმცა ხანძრის დროს 52 ადამიანი გარდაიცვალა, ხუთმა მგზავრმა კი გადარჩენა შეძლო.
ხანძრის დროს გადარჩენილი მგზავრები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
პოლიციის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთის უცნობია, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი