რადამ დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონი მიიღო

0

უკრაინის უმაღლესმა რადამ, მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის თაობაზე, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. კანონპროექტს ხმა 280-მა დეპუტატმა მისცა. კანონი ოლქების რეინტეგრაციის შესახებ, ოფიციალურად სცნობს რუსეთს სახელმწიფო-აგრესორად.
უკრაინული მედიის ცნობით, დილის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა განიხილა დარჩენილი 49 შენიშვნა და ერთ-ერთ მათგანს ხმა მისცა. შემდეგ, სპიკერის მოწოდების მიხედვით, მოხდა რამდენიმე წინა შენიშვნის ხელახალი განხილვა. დარბაზმა მხარი დაუჭირა კანონის ტექსტში მათ გათვალისწინებას.

კომენტარები

კომენტარი