კომპანია RMG რუსთაველის თეატრის სპონსორი გახდა (ვიდეო)

კომპანია RMG კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში განაგრძობს კულტურული პროექტების მხარდაჭერას და ამჯერად თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპონსორი ხდება.
2018 წლის განმავლობაში კომპანია რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმული სპექტაკლების პარტნიორი და წარმდგენი იქნება.
17 იანვარს, RMG-სა და რუსთაველის თეატრს შორის თანამშრომლობის 1-წლიან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ და რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ.
აღსანიშნავია, რომ წელს თეატრი რობერტ სტურუას 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო წელთან დაკავშირებით, რეჟისორი ერლომ ახვლედიანის მოთხრობების კრებულის მიხედვით სპექტაკლ „ვანო და ნიკოს“ დადგამს, რომლის პრემიერაც მარტში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები