ლაშა თაბუკაშვილმა ეროვნულ არქივს რეზო თაბუკაშვილის საარქივო მასალა და გამოცემები გადასცა

ეროვნულ არქივს ქართველი მწერლის, დრამატურგისა და სცენარისტის რეზო თაბუკაშვილის არქივის მასალა შეემატა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ლაშა თაბუკაშვილმა ეროვნულ არქივს ოჯახში დაცული რეზო თაბუკაშვილის კუთვნილი საარქივო მასალა და გამოცემები გადასცა. მათ შორის არის ვიტორიო სელას მიერ მე- 19 საუკუნის ბოლოს რაჭასა და სვანეთში გადაღებული ფოტოები, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს პირველი რესპუბლიკის წარმომადგენლების ავტორობით უცხოეთში გამოცემული წიგნები და პუბლიკაციები.
საარქივო წესით აღრიცხვისა და დამუშავების შემდეგ რეზო თაბუკაშვილის არქივი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები