სოფო კილაძე: ჩვენი სპეცსამსახურების ეფექტური მუშაობა ემსახურება იმას, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იყოს გარანტირებული

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა და ქვეყნის უსაფრთხოება იყოს გარანტირებული, სწორედ ამას ემსახურება სპეცსამსახურების ძალიან ეფექტური მუშაობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ განაცხადა.

როგორც კილაძემ აღნიშნა, ტერორიზმი არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის და ხშირ შემთხვევაში ძალიან განვითარებული ქვეყნებიც კი ვერ ახერხებენ ტერორიზმის აღკვეთას.

“ჩვენ შემთხვევაში სწორედ სპეცსამსახურების კარგი მუშაობით და სტრატეგიული პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით განეიტრალებულია ეს საფრთხეები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია სწორედ ადამიანის უფლებების დაცვისთვის”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კითხვაზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ არ არის გამორიცხული იმავე ბრალდებით კიდევ დააკავონ რამდენიმე ადამიანი, სოფო კილაძე პასუხობს, რომ ვერაფერს გამორიცხავს.

“ჩვენს გვერდით უსაფრთხოების საკითხებში ძალიან აქტიურად დგას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები. მოხარული ვართ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა სახეზეა. ასევე, ევროკავშირის ქვეყნები თანამშრომლობენ ჩვენთან და არიან კიდევ სხვა ქვეყნები, რომლებთანაც უსაფრთხოებისა და საპოლიციო კუთხით აქტიურად ვთანამშრომლობთ. ეს საერთო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ ჯერ საქართველოში ყველანაირი საფრთხე იყო განეიტრალებული და ჩვენს მოქალაქეებს არ დამუქრებიათ ტერაქტი. საქართველოს საზღვრები დაცულია, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, მსოფლიოში სამწუხაროდ ჯერ არავის არ გამოუგონია ისეთი მეთოდი და ღონისძიება, რომელიც ნულამდე დაიყვანდა ტერორიზმის საფრთხეს. არის გარკვეული ქმედებები ტერორისტების მხრიდან, როდესაც ისინი შეუმჩნეველი რჩებიან სხვადასხვა მაქინაციური ქმედებებით, მაგრამ მთავარია, რომ მათ ზიანი არ მიაყენონ ჩვენს მოსახლეობას, ვერ მოახერხონ, ტერორსა და შიშში ამყოფონ მოსახლეობა. სწორედ ამას ახერხებენ ჩვენი სპეცსამსახურები”, – აღნიშნა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები