გიორგი მარგველაშვილი მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. განსაკუთრებულია ის შრომა და ღვაწლი, რომელიც მარიკა ლორთქიფანიძემ გასწია 70 წლის განმავლობაში, ქვეყნის ისტორიის კვლევისა და ისტორიული მეცნიერების განვითარების საქმეში.

მნიშვნელოვანია ის წვლილი, რომელიც მიუძღვის მას საქართველოს მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საკითხში.

მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს ამ მძიმე წუთებში. ეს დანაკლისი უმძიმესია თანამედროვე ქართული მეცნიერებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის”,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მარიკა ლორთქიფანიძე დღეს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები