95 წლის ასაკში მარიკა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა

95 წლის ასაკში აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა.
მარიკა ლორთქიფანიძე 1922 წლის 28 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, 1956 წლიდან უფროს მეცნიერ–თანამშრომლად, 1966 წლიდან წამყვან მეცნიერ–თანამშრომლად, 1972–78 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. 2000 წელს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები