გიორგი კვირიკაშვილი მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი მეცნიერის, მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. ქალბატონმა მარიკამ მთელი ცხოვრება საქართველოს ისტორიის კვლევას და ისტორიკოსთა არაერთი თაობის აღზრდას მიუძღვნა. მისი სახით ქვეყანამ დაკარგა დიდი მეცნიერი და საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარი.

სამძიმარს ვუცხადებ მარიკა ლორთქიფანიძის ოჯახს, ახლობლებს, ქართულ სამეცნიერო საზოგადოებასა და მთელს საქართველოს”,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მარიკა ლორთქიფანიძე დღეს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები