მაკა ჩიჩუა: ჩემთვის ქრისტეშობა განსაკუთრებული დღესასწაულია

,,ჩემთვის ქრიტესშობა განსაკუთრებული დღესასწაულია”, – ამის შესახებ პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ შობის მახარობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ ალილოს მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეში მიიღეს, მათ საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს და შობის  დღესასწაული მიულოცეს.

“ჩემთვის განსაკუთრებული დღესასწაულია ქრისტეშობა და ყველაზე მეტად მიყვარს. როცა ვფიქრობ, პატარა იესო როგორ წევს თივაზე, თავის მშობლების გარემოცვასა და ზრუნვაში, სულ წარმომიდგება ღვთისმშობელი და ყველა დედა მთელ დედამიწაზე.
ყველას გილოცავთ ამ უმშვენიერეს დღესასწაულს და ჩვენს გულებში მუდამ ცხოვრობდეს იესო, როგორც ის პატარა ჩვილი, გულწრფელი ადამიანი, ვინც გაგვინათა და დღემდე გვიკვლევს გზას კეთილად”, – აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
ალილოს მსვლელობის მონაწილეთა მიერ სამების ტაძარში შეგროვილი შემოწირულობები ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში გადანაწილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები