თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები ალილოს მსვლელობას შეუერთდნენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად, ალილოს მსვლელობას შეუერთდა.

საკრებულოს წარმომადგენლები მეალილოეებს თავისუფლების მოედანზე დახვდნენ, შობის დღესასწაული მიულოცეს და საშობაო ნობათი გადასცეს.

,,მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული. დღევანდელი დღე არის სიკეთის, სიყვარულის, ჩვენი ერთიანობის სიმბოლო და მინდა ვუსურვო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ბევრი სიხარული და სიყვარული, ჩვენს ქვეყანას კი გაერთიანება. ბედნიერი ვარ იმით, რომ მონაწილეობას ვიღებ ალილოს ზეიმში ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტრადიცია, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას”,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საშობაო კოსტიუმირებული მსვლელობა, ტრადიციულად, ვარდების მოედნიდან დაიწყო. ალილოს მონაწილეებმა შოთა რუსთაველის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედანი, ალექსანდრე პუშკინისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩები გაიარეს, რის შემდეგაც საპატრიარქოში შევიდნენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მეალილოეები დალოცა და ტკბილეული გადასცა. მსვლელობა, რომელშიც სასულიერო პირებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მგალობლებთან ერთად, მოსახლეობაც  მონაწილეობდა, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები