თებერვლიდან მიკროავტობუსების ნაწილი მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდება

თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის განცხადებით, თებერვლიდან მიკროავტობუსების ნაწილი მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდება. მამუკა მუმლაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ასეთი გაჩერებები დედაქალაქის 14 ქუჩაზე იქნება. მისი თქმით, ტაქსების, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით ცვლილებების შესახებ ცნობილი თებერვალში გახდება.
,,მიდის მუშაობა, შესაბამისად, რეგულაციაც წესში იქნება შესატანი, რომ თვითონ მიკროავტობუსების მონაწილე კომპანია დაემორჩილოს. ასევე, დედაქალაქში შემომავალი სამარშრუტო ტაქსები, მაგალითად, რუსთავი-თბილისი, რეალურად რომელიც ნებართვის მფლობელია, მათთანაც წესში შევა ცვლილება და მოუწევთ დაემორჩილონ რეგულირებას, რისთვისაც შესაბამისი მზადება მიმდინარეობს. დაახლოებით თებერვლისთვის სრული მზადყოფნა გვექნება”, – აცხადებს მამუკა მუმლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები