სადგურ სვირში საბილეთო სალარო გაიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირის მოსახლეობას შეხვდა. როგორც “კვირას” “საქართველოს რკინიგზის” პრესსამსახურიდან აცნობეს, ადგილობრივებმა პრემიერს რკინიგზის სადგურში საბილეთო სალაროს გახსნის თხოვნით მიმართეს.
“მათ პრემიერისგან მიიღეს დაპირება, რომ რკინიგზის ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდებოდა. პრემიერის დანაპირები უმოკლეს ვადაში შესრულდა – 4 მაისიდან სადგურ სვირში საბილეთო სალარო გაიხსნება”, – აღნიშნეს “საქართველოს რკინიგზის” პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები