ღაზაში ისრაელის თავდასხმას 76 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის საჰაერო დარტყმებს ღაზაში სულ მცირე 76 ადამიანი ემსხვერპლა, 298 კი დაშავდა,- ამის შესახებ, ადგილობრივი ოფიციალური წყაროები იუწყებიან.

გარდა ამისა, 18 ადამიანი დაიღუპა დახმარების განაწილების ცენტრებში საკვების ძებნის დროს, ხოლო 10 ადამიანი შიმშილის შედეგად გარდაიცვალა.

ისრაელის სამხედრო პრესმდივანმა მოქალაქეებს ქალაქ ღაზიდან ევაკუაციისკენ და სამხრეთ ნაწილში გადასვლისკენ მოუწოდა.

ადგილობრივი ხელისუფლება და ჰუმანიტარული ორგანიზაციები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ჰუმანიტარული დახმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები