რუსეთის დარტყმების შემდეგ კიევში დაღუპულთა რიცხვი 17-ს აღწევს

უკრაინის დედაქალაქში რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.

უკრაინის დედაქალაქის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, დაღუპულთა შორის 4 ბავშვია.

ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულია ათეულობით მოქალაქე. 10 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

შეტევის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები