დავით კოდუას ცემის ფაქტი გახსნილია

ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტი გახსნილია, – ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. ძალოვანმა უწყებამ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა  სამინისტროს ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნ, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 125-ე მუხლით.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, აბაშიძის ქუჩაძე უცნობი პირები ერეკლე კოდუას ძმას, ბიზნესმენ დავით კოდუას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კოდუა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონ „ლედი შარმიდან“ გამოდიოდა, როდესაც დაუდგენელი პირები მას თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები