მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საელჩო აშშ-მა ააშენა

აშშ-ს ელჩმა დიდ ბრიტანეთში ვუდი ჯონოსნმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საელჩოს შენობა წარმოადგინა. ლონდონში, აშშ-ს საელჩოს მშენებლობა 1 მილიარდი დოლარი დაჯდა. შენობა ლონდონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ოფიციალური გახსნა თებერვალში იგეგმება, მაშინ როცა დონალდ ტრამპი ინგლისს ეწვევა. ელჩის განცხადებით, ახალი შენობა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ მეგობრობის სიმბოლოს წარმოადგენს.
საელჩოს შენობა უსაფრთხოების ყველაზე თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი. შენობის ფართი 48 ათასი კვადრატული მეტრია, სულ 12 სართულისგან შედგება, აქედან სამი სართული კი მიწისქვეშაა. შენობას წყალმომარაგების საკუთარი სისტემა გააჩნია, ის ეკოლოგიური კუთხითაც უნიკალურია. შენობა საკუთარ ენერგიას გამოიმუშავებს და დიდი ხნის განმავლობაში საერთო ელექტროენერგიის გარეშე შეუძლია ფუნქციონირება. საელჩოში ექვსი შიდა და გარე ბაღია, ყოველი მათგანი აშშ-ს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენს. შენობა ცნობილმა ბრიტანულმა კომპანიამ დააპროექტა.
საელჩოს ფასადი კი აშშ-ს ძირითად დემოკრატიულ ფასეულობას ანსახიერებს, ესენია- გამჭირვალობა, ღიაობა და თანაბარუფლებიანობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები