თურქეთში გერმანელი ჟურნალისტი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

თურქეთში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავებული გერმანელი ჟურნალისტი მეშალ ტულუ, პატიმრობიდან გაათავისუფლეს და თურქეთში ვიზიტი აუკრძალეს.
ჟურნალისტის გათავისუფლებას გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ რა გავლენას მოახდენს ტულუს გათავისუფლება ნატოს მოკავშირეებს შორის არსებულ დაძაბულ ურთოერთობაზე“
გერმანელი ჟურნალისტი, 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, დააკავეს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებმა თურქ კოლეგებს, ჟურნალისტის გათავისუფლების თხოვნით არაერთი წერილი გაუგზავნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები