ფრანგმა მონადირეებმა ნადირობისას, შემთხვევით, ტურისტი მოკლეს

ფრანგი მონადირეების 24 კაციანი ჯგუფი, ქვეყნის აღმოსავლეთით და დასავლეთით, გარეულ ტახზე ნადირობდა. ერთ-ერთი მონადირის მიერ გასროლილმა ტყვიამ, შემთხვევით, 59 წლის ტურისტის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სანადრიო იარაღიდან გასროლილი ტყვია ტურისტს მუცლის არეში მოხვდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. სამართალდამცველებმა დამნაშავე მონადირე ინციდენტიდან რამდენიმე ხანში დააკავეს.
მსგავსი ფაქტი საფრანგეთში, 2 ოქტომბერს მოხდა, 30 წლის მონადირემ 70 წლის მამაკაცი 3 გასროლით მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები