ინდოეთში სტიქიის შედეგად 88 ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ 88 ადამიანი დაიღუპა ინდოეთში ძლიერი ტროპიკული ციკლონის „ოკხის“ შედეგად.
„ოკხი“ ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთში რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებდა. ამ ხნის განმავლობაში ასობით მეთევზე გაუჩინარდა. ზუსტი მათი რაოდენობა მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როცა სტიქია შეწყდა. სანაპირო დაცვის და სამხედრო ნაწილების წყალობით დაკარგულების უმრავლესობის თითქმის 2,5 ათასი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. დანარჩენების შესახებ არაფერია ცნობილი.
ინდოეთის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც სტიქიური უბედურებების შედეგებთან ბრძოლაშია ჩართული, საერთო ზარალი, რომელიც მხოლოდ ერთ რეგიონს მიადგა, 27 მილიონ დოლარს მოიცავს. ამას გარდა, დანგრეულია 4,5 ათასი სახლი, 10 ათასამდე საცხოვრებელი სერიოზულად დაზიანდა. სტიქიის შედეგად, რამდენიმე დღის განმავლობაში, ინდოეთის რამდენიმე რაიონი სრულად იყო დარჩენილი ენერგოუზრუნველყოფის გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები