მეცნიერმა სმარტფონების თვითაღმდგენი ეკრანი გამოიგონა
იაპონელი მეცნიერის გამოგონების წყალობით, სმარტფონის დაკაწრული ან დამტვრეული ეკრანის გამოცვლა აღარ იქნება საჭირო.
იაპონური უნივერსიტეტის პროფესორმა ტაკუსო აიდამ შექმნა შუშა, რომელსაც თვითაღდგენა შეუძლია. მომავალში შესაძლებელი იქნება, რომ ეს მასალა ელექტრონული გაჯეტებისთვის მასიურად იყოს გამოყენებული. ნივთიერება, რომელიც იაპონელმა შექმნა, პოლიეფირულია. სიმაგრით, კონსისტენციითა და გამჭვირვალობით ის შუშას წააგავს. თუმცა, დაზიანების დროს, მას თვითაღდგენა შეუძლია, ხოლო ამისთვის განკუთვნილი დრო დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე. მეცნიერი აცხადებს, რომ აღმოჩენა მან შემთხვევით გააკეთა მაშინ, როცა ახალი სახის წებოს გამოგონებას ცდილობდა.