რუსეთის არმია 19 ტრილიონი რუბლით დაფინანსდება

გამოცემა „Коммерсантъ“-ის ინფორმაციით, რუსეთის არმია, დაფინანსების სახით, 19 ტრილიონ რუბლს მიიღებს. არმიისთვის გამოყოფილი თანხით, რუსული სამხედრო-საზღვაო ძალების გადამზადება მოხდება.
რუსეთის 2018-2027 წლების სახელმწიფო შეიარაღების პროგრამის საბოლოო ვერსიას, პრეზიდენტი პუტინი ერთ კვირაში ხელის მოწერით დაადასტურებს.
სახელმწიფო შეიარაღების პროგრამის ფარგლებში, ბირთვული შემაკავებელი სისტემები, მაღალი სიზუსტის იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა განახლდება.
საჰაერო ძალები ახალ თავდაცვით სისტემებს მიიღებენ. პროგრამის ფარგლებში, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების, წყალქვეშა ნავებისა და სახმელეთო კონტინგენტის რაოდენობის გაზრდა იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა 2018 წლის სამხედრო ხარჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხედრო ფინანსები 2,8 ტრილიონ რუბლს შეადგენს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი, რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი 6,8 ტრილიონ რუბლამდე გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები