ლიბანში ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელი, გარდაცვლილი იპოვეს

ლიბანელმა სამართალდამცველებმა გვამი იპოვეს, რომელიც ბრიტანელ დიპლომატს ეკუთვნის. ‘BBC”-ის ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ დიპლომატი მოკლულია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დიპლომატის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიება, მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს.
გამოცემა“SkyNews“- ის ინფორმაციით, საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ საგარეო უწყებები საკონსულო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი დიპლომატი, რებეკა დიქსი, ბეირუთში არსებულ ბრიტანეთის საელჩოში მუშაობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები