პენტაგონი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების დაკვირვებას ისევ განაგრძობს

ამერიკული გამოცემა „New York Times”-ის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 2007 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კვლევის მიზნით, 22 მილიონი დოლარი დახარჯა.
პენტაგონში შექმნილი საიდუმლო პროგრამის არსებობა, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების დეტალურ აღწერასთან იყო დაკავშირებული.
საიდუმლო პროგრამის ფარგლებში, დეტალურად არის განხილული, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების ოვალურ ობიექტებთან კონტაქტი. პენტაგონმა დაადასტურა, რომ მათ, ამოუცნობ მფრინავ ობექტებთან დაკავშირებით, საიდუმლო კვლევა ჩაატარეს.
ოფიციალური ინფორმაციით, საიდუმლო პროგრამა 2012 წელს დაიხურა, თუმცა ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ პროგრამა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და პენტაგონი იმ ფაქტებს იკვლევს, რომელშიც უცხოპლანეტელების მონაწილება დასტურდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები