სანკტ – პეტერბურგში ტერაქტი აღკვეთეს

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 16 თვითმკვლელი ტერორისტი, სანქტ-პეტერბურგში, მასობრივ აფეთქებებსა და მკვლელობებს გეგმავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფედერალური უსაფრთხოების თანამშრომლებმა, 7 თვითმკვლელი ტერორისტი დააკავეს.
რუსი სამართალდამცვლების განცხადებით, ტერორისტები ინსტრუქციებს პროგრამა „ტელეგრამის” საშუალებით, საზღვარგარეთიდან იღებდნენ.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებმა გაანადგურეს ლაბორატორია, სადაც ტერორისტები ასაფეთქებელ მოწყობილობებს ამზადებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები