„ISIS“-ის მიერ გამოყენებული საბრძოლო იარაღის უმეტესობა ევროკავშირის ქვეყნებშია დამზადებული

ბელგიის კვლევითმა ჯგუფმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2014 წლის შემდეგ, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გამოყენებული საბრძოლო იარაღის უმეტესობა, ჩინეთში, აღმოსავლეთ ევროპაში და რუსეთშია წარმოებული.
2014 წლიდან 2017 წლის ივლისის ჩათვლით, ერაყსა და სირიაში „ISIS“-ის ტერიტორიებიდან, კონფლიქტის შეიარაღების კვლევითმა ჯგუფმა 40.000-ზე მეტი საბრძოლო ნივთი ამოიღო.
ამოღებული ნივთები საბრძოლო მასალისგან და ქიმიური კომპონენტებისგან შედგებოდა, რომელთა დახმარებით, ასაფეთქებელი ნივთიერებები მზადდებოდა.
ანგარიშის მიხედვით, საბრძოლო იარაღის არაავტორიზებული გადანაწილება უნდა მომხდარიყო, რომელიც მებრძოლი ჯგუფების მიერ ძალადობრივი გარემოს წინააღმდეგ იყო განკუთვნილი, თუმცა საბოლოოდ „ISIS“-ის ხელში აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ „ISIS“-ის საბრძოლო მასალის 90 % ჩინეთში, რუსეთში და აღმოსავლეთ ევროპაშია წარმოებული, თავდაპირველად, „ისლამური სახელმწიფო“ აშშ-სა და საუდის არაბეთში წარმოებულ სამხედრო შეიარაღებას მოიხმარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები