კლიჩკოს ხალათი ლონდონში 215 ათას დოლარად გაიყიდა

ცნობილი უკრაინელი მოკრივის ვლადიმერ კლიჩკოს ხალათი, ლონდონის აუქციონზე, 215 ათას დოლარად გაიყიდა. კლიჩკოს ეს ხალათი მაშინ ეცვა, როდესაც, ის ენტონი ჯოშუასთან შერკინებაზე გავიდა.
აუქციონის შედეგებზე კლიჩკომ თავის „ტვიტერში“ დაწერა. საინტერესოა, რომ ამ ხალათში იყო ჩაკერებული „ფლეშკა“, რომელზეც დატანილი იყო მისი პროგნოზი ბრძოლის შედეგთან დაკავშირებით.
გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად საქველმოქმედო ფონდ „Klitschko Foundation“-ში გადაირიცხება.
ბრძოლა ჩემპიონის ტიტულისთვის, „WBA Super, IBF и IBO“-ს ვერსიებით, 2017 წლის 29 აპრილს გაიმართა. ვლადიმერ კლიჩკომ ბრიტანელს ტექნიკური ნოკაუტის შედეგად დაუთმო. ამ ბრძოლის შესახებ, კლიჩკომ პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები