“ისლამური სახელმწიფო” აშშ-ს თავდასხმებით დაემუქრა

“ისლამური სახელმწიფო” ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გამო აშშ-ს თავდასხმებით ემუქრება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

შესაძლო ტერაქტების შესახებ მუქარის ტექსტი ისლამისტებმა Telegram-ში თაიმს სქვერის და შაჰიდის ქამრის ფოტოებთან ერთად გამოაქვეყნეს.

“ჩვენ სულ უფრო მეტ ოპერაციას განვახორციელებთ თქვენს მიწაზე, ბოლო წუთამდე და იმ ომის ცეცხლით გაგანადგურებთ, რომელიც თქვენ წამოიწყეთ ერაყში, იემენში, ლიბიაში, სირიასა და ავღანეთში“ –ნათქვამია “ისლამური სახელმწიფოს” მიერ გავრეცელებულ მიმართვაში.

6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.

ტრამპის გადაწყვეტილებას ღაზის სექტორში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 230 დაშავდა. რადიკალური გაერთიანება „ჰამასი“, რომელსაც ისრაელი და აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს, ისრაელს ომით დაემუქრა.

13 დეკემბერს, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა. ამის შესახებ საუბარია რეზოლუციაში, რომელიც ორგანიზაციის საგანგებო სამიტზე მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები