„Homeland”- ის მეშვიდე სეზონის პრემიერა 2018 წლის 11 თებერვალს შედგება (ვიდეო)

პოპულარული ამერიკული სერიალის „Homeland”-ის მეშვიდე სეზონის პრემიერა 2018 წლის 11 თებერვალს შედგება.
კომპანია „Showtime” სერიალის თრეილერს ავრცელებს, რომლის მიხედვით, ახალი სეზონის მთვარი გმირი ისევ ქერი მეტისონია. სერიალის ახალ სეზონში მონაწილეობას ისეთი მსახიობები მიიღებენ, როგორიცაა: კოსტა რონინი, მორგან სპექტორი, სინდრინ ჰოლტი, დილან ბეიკერი და მენდი პატინკინი.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სერიალის გადაღება ვირჯინიის შტატში დავიწყეთ, მისი ქალაქები, გარეუბნები და ადამიანები ჩვენი ისტორიისთვის მდიდრულ ფონს უზრუნველყოფენ“ _ აღნიშნა ალექს განსამ.
სერიალის ძირითადი სერიების გადაღება ვირჯინიის შტატში მიმდინარეობდა, რომლის მოსახლეობა სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერის ალექს განსას გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები