თურქეთის ხელისუფლება, პალესტინაში საელჩოს გახსნას გეგმავს

თურქეთის მთავარი დიპლომატების განცხადებით, მათ დაგეგმილი აქვთ აღმოსავლეთ იერუსალიმში თურქეთის საელჩოს გახსნა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავოშოღლუმ განაცხადა, რომ „მას შემდეგ, რაც წარმატებებს მივაღწევთ, საელჩოები გაიხსნება დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო დედაქალაქში, აღმოსავლეთ იერუსალიმში“.
თურქეთი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დეკლარაციის ერთ-ერთი კრიტიკოსი ქვეყანაა, რომელიც ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას ეწინააღმდეგება.
თურქეთში 57 მუსლიმური სახელმწიფო შეიკრიბა, რომლებიც ტრამპის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდნენ და აღმოსავლეთ იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად აღიარება მოითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები