ისრაელის არმიამ 2 პალესტინური რაკეტა გააუვნებელყო

ისრაელის მიმართულებით, ღაზას სექტორიდან რამდენიმე პალესტინური რაკეტა ისროლეს, თუმცა, ისრაელის ხელისუფლებამ მხოლოდ 2 რაკეტის გაუვნებელყოფა მოახერხა.
ერთ-ერთი რაკეტა იმ ადგილზე ჩამოვარდა, სადაც დაახლოებით 25 000-მდე ისრაელის მოქალაქე ცხოვრობს.
ხელისფლებამ, ინციდენტის შემდეგ, განგაშის სიგნალი გაააქტიურა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
პალესტინამ სარაკეტო იერიში ისრაელის მიმართულებით, ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილებიდან, მეექვსე დღეს განახორციელა.
პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, პალესტინელებს აჯანყებისკენ მოუწოდა და მესამე „ინტიფადა“ გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები