სენატორი ჯონ მაკკეინი საავადმყოფოში გადაიყვანეს

81 წლის ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, სიმსივნისგან გამოწვეული გვერდითი მოვლენების სამკურნალოდ, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამერიკული გამოცემა „Time.com”-ის ინფორმაციით, არიზონას შტატის სენატორი ჯონ მაკკეინი, მერილენდში მდებარე „ვოლტერ რიდის სამედიცინიო ცენტრში“ სამკურნალოდ იმყოფება.
„მაკკეინმა მადლობა გადაუხადა თავის ექიმებს, მასზე ზრუნვისათვის, ასევე, მეგობრებს მხარდაჭერისათვის, წახალისებისთვის და კეთილი სურვილებისათვის. სენატორი მაკკეინი იმედოვნებს, რომ ძალიან მალე, სამსახურს დაუბრუნდება“ _ აღნიშნულია განცხადებაში.
ჯონ მაკკეინმა, რომელიც არიზონას კონგრესში 1982 წლიდან მსახურობდა, ივლისში განაცხადა, რომ მას „გლიბოლასტომას“ მეოთხე სტადია დაუდგინდა. ზაფხულის შემდეგ, მაკკეინმა მკურნალობის პირველი თერაპიული კურსი უკვე დაამთავრა.
სენატორის საავადმყოფოში გადაყვანზე ყურადღება მას შემდეგ გამახვილდა, როდესაც მისმა ქალიშვილმა საკუთარ შოუში ემოციურად განიხილა ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილის გარდაცვალება, „გლიბოლასტომას“ მიზეზით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები