აშშ-ში მოღვაწე რესპუბლიკელმა დეპუტატმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა

57 წლის რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა, დან ჯონსონმა, სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, მან საკუთარ მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.
რესპუბლიკელ პოლიტიკოსს, თინეიჯერი გოგონას სექსუალური შევიწროვებისთვის ადანაშაულებდნენ, თუმცა, დან ჯონსონი მის წინააღმდეგ ბრალდებას უარყოფდა.
ჯონსონი სამშაბათს წირვაზე იმყოფებოდა, სადაც ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთდ, საშობაო სიმღერა შეასრულა, შემდეგ კი განაცხადა, რომ მის მიმართ ყველანაირი ბრალდება „სრული სიცრუეა“ და აღნიშნა, რომ სექსუალური შევიწროვების ბრალდება, რესპუბლიკელების დამარცხების ნაწილი იყო.
დან ჯონსონი კენტუკის შტატის საკანონმდებლო ორგანოში 2016 წელს არიჩიეს. ჯონსონმა მიუხედავად იმისა, რომ „Facebook“- ის საკუთარ გვერდზე, მიშელ და ბარაკ ობამები მაიმუნებს შეადარა, არჩევნებში გაიმარჯვება მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები