რუსეთის დელეგაცია ჩრდილოეთ კორეას ესტუმრა

რუსეთის დელეგაცია ჩრდილოეთ კორეაში მას შემდეგ ჩავიდა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს თილერსონმა განაცხადა, რომ „აშშ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკების დასაწყებად მზადაა“. ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა“nbcnews.com“ ავრცელებს.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტო, სადაც რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორ კალანოვი და კიდევ სამი ოფიციალური წარმომადგენელი, ფხენიანის აეროპორტში იმყოფებიან.
რუსული მედია „ ინტერფაქსი“, ვიზიტთან დაკავშირებით, არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რუბკოვი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანის განცხადებას მიესალმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები