მამუკა ბახტაძე: მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბიუროკრატული ხარჯები 25%-ით შემცირდება

“მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბიუროკრატული ხარჯები 25%-ით შემცირდება”,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„თუ ჩვენ ვისაუბრებთ მთავრობის მიდგომებზე, ალბათ, უნდა ვისაუბროთ იმ შედეგით, რაც დღეს გვაქვს ამ მიმართულებით. ეს არის მნიშვნელოვანწილად შემცირებული ბიუროკრატული ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. რაც შეეხება აბსოლუტურ მაჩვენებლებს, 140 მილიონი ლარის დანაზოგი გვაქვს და აქედან არის სახელფასო კომპონენტი 100 მილიონი ლარი. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ 140 მილიონი ლარი მცირე თანხაა, როდესაც ჩვენ მსგავსი ტიპის რეფორმაზე ვსაუბრობთ. სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ 2020 წლის ბოლომდე 25%-ით შემცირდება ზომა სახელმწიფოსა და მთავრობის მშპ-სთან მიმართებაში. თქვენ თუ დამისახელებთ წარმატებულ მაგალითებს განვითარებად ქვეყნებში, ძალიან მოხარული ვიქნები, ეს ციფრი საკმაოდ დიდია”, – განაცხადა ბახტაძემ.

მინისტრის თქმით, მიმდინარე ხარჯების შემცირების შედეგად, გაიზრდება მთავრობის დანაზოგები, რაც 2016 წელს არსებული მშპ-ს 2.6%-იდან 2021 წლისთვის 6.5%-ს მიაღწევს ანუ ორნახევარჯერ გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები