ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განახლებული ოფისი ხვალ გაიხსნება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განახლებული ოფისი 14 დეკემბერს, 15.00 საათზე გაიხსნება. ოფისის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს 2016 წლის დეკემბრიდან  ბრიგადის გენერალი ვლადიმერ იმნაძე ხელმძღვანელობს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განახლებული ოფისი აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე ტექნიკით, რაც ეფექტურს ხდის სახელმწიფო უწყების ფუნქციონირებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები