მამუკა ბახტაძე: ჩვენი პოლიტიკური მისწრაფება ევროატლანტიკური ინტეგრაციაა

„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის პარალელურად, მნიშვნელოვანია თუ როგორია ჩვენი ეკონომიკის პოზიციონირება მსოფლიო ეკონომიკაში”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი პოლიტიკური მისწრაფება გახლავთ ევროატლანტიკური ინტეგრაცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩვენი რეფორმები აისახოს ქვეყნის პოზიციაზე საერთაშორისო საინვესტიციო თვალსაზრისით. რამდენიმე წლის წინ, მთავრობის ფასიანი ქაღალდები იყიდებოდა მეზობელი და სხვა დსთ-ის ქვეყნების მსგავსად. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩვენი ევრობონდების მაჩვენებლები და მათი დინამიკა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს დაუახლოვდა, როგორიცაა რუმინეთი, ხორვატია, პორტუგალია და სხვა ქვეყნები, რომელთაც განთავსებული აქვთ ფასიანი ქაღალდები აშშ დოლარით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც საერთაშორისო საფინანსო ბაზარი საქართველოს ევროპულ ქვეყნად  მიიჩნევს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები