ნაძვის ხეზე წარწერა – “სიცოცხლით სავსე ქალაქი” და კალაძის პასუხი ოპონენტების კრიტიკაზე

“მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასაც” ექნება სურვილი, ჩვენი ქალაქი უახლოეს მომავალში იყოს სიცოცხლით სავსე“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ოპონენტების მოსაზრებებს, რომლებმაც თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხეზე გაკეთებული წარწერა – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ გააკრიტიკეს.
როგორც მან აღნიშნა, სიცოცხლით სავსე ქალაქის წინააღმდეგი არავინ იქნება, თუნდაც ყველაზე მარგინალური პოლიტიკური ჯგუფი, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“.
„ჩვენ უნდა ვეცადოთ, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩვენი ქალაქი გახდეს სიცოცხლით სავსე. მგონია, ამის წინააღმდეგი არავინ იქნება, თუნდაც ყველაზე მარგინალური პოლიტიკური ჯგუფი, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“.
მგონია, რომ მათაც ექნებათ სურვილი, ჩვენი ქალაქი უახლოეს მომავალში იყოს სიცოცხლით სავსე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები