გია გაჩეჩილაძე: როდესაც შეისწავლიან ამ საქმეს, თუ მე აღმოვჩნდები მტყუანი, ბოდიშს მოვიხდი საჯაროდ

გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება შეურაცხყოფად მიიღო.
მისი თქმით, მზადაა, ბოდიში მოიხადოს იმ შემთხვევაში, თუ მისი ბრალდებები არ დადასტურდება.
“არ მინდა, რომ მთავრობაში რაიმე განხეთქილება დაიწყოს ჩემს გამო, არანაირი მოტივაცია არ მაქვს და არაფრისთვის არ ვიბრძვი. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი ოჯახი არის დაჩაგრული, ახალგაზრდა ბიზნესმენმა დაიწყო ფულის შეკოწიწებით თავისი საქმე, წარმატებულად, მიჰყავდა ხუთიანზე და მოუწყვეს ისეთი რაღაცა, რაც მოუწყვეს, ამას ვდავობ, მეტს არაფერს“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მისივე განმარტებით, კომპანია ვადაგადაცილებების გამო, შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში ყავს შეყვანილი.
“როდესაც შეისწავლიან ამ საქმეს, თუ მე აღმოვჩნდები მტყუანი, ბოდიშს მოვიხდი საჯაროდ”, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
კითხვაზე, – აპრილის თვეში გამოცხადებულ ტენდერზე ახლა რატომ დაიწყო დავა, გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ამ დრომდე მასალებს აგროვებდა.
შეგახსენებთ, რომ გია გაჩეჩილაძემ ხელისუფლება კარტერულ გარიგებაში დაადანაშაულა.
გია გაჩეჩილაძემ მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მთავრობის წევრები, კარტერულ გარიგებებში დაადანაშაულა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გია გაჩეჩილაძის ბრალდებებს გამოეხმაურა.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაჩეჩილაძის ბრალდებები მისი გუნდის წევრების მიმართ უსაფუძვლოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები